23:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 17:39:30, 396 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილს სძულს ის ახალგაზრდები, ვინც საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას აპროტესტებს

ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის გაცხადებით, სწორედ " ეს ნათელი სახეები, ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ჩვენს ქვეყანას ხალხს".

"შეხედეთ და ნახეთ, თუ როგორ ასამართლებს ივანიშვილი პატრიოტ ახალგაზრდებს, მძევლად აიყვანა ნაწილი და კიდევ ასეულობით ახალგაზრდას ემუქრება. ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას. ეს ნათელი სახეები, ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ჩვენს ქვეყანას ხალხს! ეს ახალგაზრდები არიან და იქნებიან ევროპული მომავლის გზაზე ბრძოლის ავანგარდში! 

სისხლის სამართლის საქმე: ცოტნე აბესაძე - 25 წლის; იგორ ნარმანია - 22 წლის; ტიტე გედენიძე - 23 წლის; გვანცა გაზდელიანი - 23 წლის; ბექა პაპაშვილი - 23 წლის; ლაშა დიაროვი - 29 წლის.

ადმინისტრაციული - საბა პაპაშვილი- 18 წლის; ბაჩო ძანძავა - 20 წლის; თამარ ლეგაშვილი - 26 წლის; 
ლუკა შველიძე - 21 წლის; ნიკოლოზ ხოსროშვილი -18 წლის; დავით ჩხობაძე - 20 წლის; დავით სეხნიაშვილი - 20 წლის; საბა ბირკაია - 18 წლის; დავით ზანდარაძე - 19 წლის.

ასეულობით ახალგაზრდაა იგივე დევნის ობიექტი რუსული ხელისუფლების მხრიდან",- წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics