11:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 16:30:19, 312 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-13 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 80-მა კადეტმა დაამთავრა. ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმში მე-13 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„ლიცეუმში ჩამოყალიბებული ღირებულებებით, ქვეყნის სიყვარულითა და ღირსებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულები აუცილებლად იტყვიან საკუთარ სათქმელს მომავალში, როგორც სამხედრო, ასევე, მათ მიერ არჩეულ სხვა სამოქალაქო საქმიანობებში“, - აღნიშნა მან.

საკუთარ სიტყვაში ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიმდინარე მშენებლობაზეც და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების პოლიტიკა განათლების კუთხით არაერთ პროექტს გულისხმობს.

ღონისძიება კადეტების, ლიცეუმის მასწავლებლებისა და სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა მშენებარე შენობა მოინახულა, სადაც ბიბლიოთეკა, გასართობი სივრცე და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე, დაათვალიერა ლიცეუმის ტერიტორიაზე არსებული სასწავლო ცენტრი, სამედიცინო პუნქტი, კადეტების საცხოვრებელი ყაზარმები, სიმულაციური ცენტრი, სპორტული დარბაზი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კადეტებმა მოწვეულ სტუმრებს პატრიოტული თემატიკის ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიცია წარუდგინეს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია. ლიცეუმში სწავლის პერიოდში კადეტები არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაში - ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას და სამხედრო-სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის მათ მომზადებას“, აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics