|
2024-05-30 17:35:28, 341 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბიტაშვილმა და მოადგილეებმა, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და თავდაუზოგავი შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. „მოხარული ვიქნებოდი დღევანდელი დღე თქვენთვის გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან ერთად მომელოცა. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ ბატონი ირაკლი პროკურატურის დიდი გულშემატკივარი და ქომაგია. კიდევ ერთხელ მინდა მის მიმართ გამოვხატო მადლიერება და ყველა თანამშრომლის სახელით ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება", - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყებაა და ამ უწყების თანამშრომლების მაღალპროფესიული საქმიანობა ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. „ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ენერგიით, ერთობით და სისხლის სამართლის პროგრესული და სამართლიანი პოლიტიკით გავაგრძელებთ ერთად შრომას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის", - განაცხადა თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა. გიორგი გაბიტაშვილმა ასევე უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. გიორგი გაბიტაშვილი საუბრისას პროკურატურის თანამშრომელთა სოციალურ გარანტიებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური გარანტიების ყოველწლიური გაუმჯობესება პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია. გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 106 თანამშრომელს, 23-ს ვადამდე მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება პროკურატურის 5 თანამშრომელს მიენიჭა: სვეტლანა შაკიროვას - მარნეულის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსს, ელისო ტურაშვილს - კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორს, კობა ნოზაძეს - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილეს, გიორგი მიქაიას - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს და სოსო არჩვაძეს - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს პროკურატურის რეფორმირებაში, განვითარებაში, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის, პროკურორის პროფესიული ღირსების დაცვის და პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების განმტკიცებისთვის, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება.
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)