20:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 17:22:06, 659 ნახვა

ომი უკრაინაში
რასმუსენი - უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რასმუსენმა კითხვას, მისცემს თუ არა კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, გამოიყენოს მისი ქვეყნის მიერ გადაცემული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად, მან ასე უპასუხა - „მოკლე პასუხი არის დიახ“.

„ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე განვმარტეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ ეს არის თავდაცვის ნაწილი, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა", - განაცხადა რასმუსენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics