00:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 14:03:29, 444 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - კობახიძის თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიაზე

ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან, ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ელჩზე "თავდასხმა მიუთითებს, თუ როგორ ცდილობს მმართველი პარტია, საქართველო დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს".

"მათი მიზანია, მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო.
 
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს!
 
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგოს საქართველომ საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
 
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო!“ - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირობებში, "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება".

დღეს, 30 მაისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics