00:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 13:42:38, 418 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ანაკლიაზე - თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო

ჩვეულებრივი სპეკულაციები, აბსურდი და სისულელე შეიძლება ვუწოდოთ ამ განცხადებებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხებოდა.  

მისივე თქმით, პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესია.  

„საქართველო მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში და ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს მას ევროკავშირთან. საქართველოს გავლით, ტვირთების სულ მცირე 2-3%-ის გატარება რომ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ანაკლიის პორტის ძველ პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. 

„თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო.

წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი იყო გასული და არანაირი წინსვლა, არანაირი დაფინანსება. მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებინა. თუ სახელმწიფო დააფინანსებდა, ხაზარაძე რა საჭირო იყო?!“ - განაცხადა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics