|
2024-05-29 17:28:43, 303 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. „ჯანმრთელობა, როგორც ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების წინაპირობა, რჩება მთავრობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ბოლო 2 წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ, ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა, ფასების რეგულირებისა და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმების დანერგვამ, მოგვცა საშუალება, სრულად აღმოვფხვრათ ფინანსური ბარიერი ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური წამლების მიმართ“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, განსაკუთრებული აქცენტი სამედიცინო პერსონალზე გააკეთა. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატება დამოკიდებულია კვალიფიციურ და მოტივირებულ ჯანდაცვის მუშაკებზე. პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონმდებლობა ექთნებისა და ბებიაქალების შესახებ, მათი, როგორც საკვანძო რგოლის გაძლიერება, პაციენტების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო მეტად ინკლუზიური, მდგრადი და ძლიერი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. „ჯანმრთელობა, როგორც ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების წინაპირობა, რჩება მთავრობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ბოლო 2 წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ, ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა, ფასების რეგულირებისა და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმების დანერგვამ, მოგვცა საშუალება, სრულად აღმოვფხვრათ ფინანსური ბარიერი ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური წამლების მიმართ“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა , სადაც მხარეებმა 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთან. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ჟენევაში გამართულ შეხვედრებში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)