20:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 09:23:33, 434 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - „ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ

„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

კრამონი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და ამბობს, რომ „ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ". 

„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ამბავი ქართველი ხალხისთვის კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics