17:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 22:08:21, 488 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: დღეს მთავრობა ერთი ფეოდალისა და გაზპრომის აქციონერის ინტერესებს ატარებს

''დღეს მთავრობა ერთი ფეოდალისა და გაზპრომის აქციონერის ინტერესებს ატარებს'' - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთვი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ოკუპაციას მსოფლიოს დონეზე აღარავინ ახსენებს, რაც ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

''საქმე იმაშია, რომ აღარავინ ახსენებს საქართველოს ოკუპაციას. აღარ ახსენებს იმიტომ, რომ საქართველო თვითონ აღარ ლობირებს ამას. საქართველო გამქრალია რადარებიდან. რაც უნდოდათ, ის გააკეთა. მოდიოდა და გახსოვთ ამბობდა, არ უნდა ვიყოთ განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორისო. ივანიშვილი ამბობდა ამას და სხვათაშორის ირაკლი ალასანიაც. აღარ ვართ არანაირი ვაშლი, არც კიტრი აღარ ვართ, ვართ საერთოდ გამქრალები. ახლა ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო. ეს არის დღევანდელი შედეგი. შეუძლია, 107 პრემიერ მინისტრი გამოაგზავნოს, მაგრამ იქნებიან ერთი პროვინციელი ფეოდალის ჩვეულებრივი მონა. მრცხვენია, ასე ვუწოდო, მაგრამ ეს არის რეალობა,'' - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics