20:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 21:57:51, 575 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საკითხს ევროკავშირი, ევროპული საბჭოს სხდომაზე გაიტანს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის მიერე.წ გამჭირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს საკითხს მომდევნო კვირის დღის წესრიგში დაამატებს.

მისი თქმით, კანონის მიღება საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას ევროკავშირის გზას აშორებს.

"ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და განახორციელებს აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს.

პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.

ამ მიზეზით, საქართველოს [საკითხს] დავამატებ მომდევნო კვირის ევროპული საბჭოს დღის წესრიგში", - წერს შარლ მიშელი X-ზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics