02:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 17:25:57, 304 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „არაღიარების პოლიტიკის კუთხით რისკებზე საუბარი არის მუქარა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი". ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა".

„წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი იყო ეს განცხადება. რა თქმა უნდა, მას შესაბამისი პასუხი გაეცა. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება. ეს არის დავალება. საიდან და როგორ, ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს  კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა. ეს არის ჩვეულებრივი მუქარა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. 

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკითა და ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ პირველ რიგში, გავაძლიეროთ ქვეყანა, გავძლიერდეთ ეკონომიკურად და შემდეგ მოვახერხოთ გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც სამშობლო უყვარს, არის პრიორიტეტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics