2024-05-26 21:53:04, 346 ნახვა
პოლიტიკა
საპროტესტო მარში ჭავჭავაძის გამზირზე
თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობით მიდიან.
აქციაზე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები. ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
"1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტეროტორიისკენ გაემართა. ჩვენც ამ გზას გავივლით", - აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციაზე სკანდირებენ - "არა რუსულ კანონს", "არა რუსულ რეჟიმს".
ავტორი: ექსპრესნიუსი,