|
2016-02-13 14:15:26, 614 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ დუმბაძე: ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოები შეჩერებულია
ამ წუთისთვის ციხისზირში ხეების გადარგვის პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა ნოდარ დუმბაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება, პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. „ჩვენ ვესაუბრეთ ივანიშვილს, მოვთხოვეთ სამშენებლო ნებართვები, მან განაცხადა, რომ ის არის რეალური დამკვეთი ურეკში ხეების გადატანის. მან თქვა, რომ ყველანაირი ნებართვები არსებობს, თუმცა მას შემდეგ რაც შესაბამის შპს-ს მოთხოვა ნებართვა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ნებართვები. მან თქვა, რომ სამუშაოები შეჩერდება მანამ სანამ ყველა ნებართვა არ იქნება გაცემული“, - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ. მისივე თქმით, იგივე ნებართვების საკითხზე ჰქონდათ გუშინ შეხვედრა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან,თუმცა არჩილ ხაბაძემ მათ განუცხადა, რომ მას სამუშაოების შესაჩერებლად ბერკეტები არ აქვს. ,,გუშინ ჩვენ შევხვდით აჭარის მთავრობის მეთაურს, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაოების შესაჩერებლად საჭირო ბერკეტები არ აქვს. სამწუხაროა, რომ რეგიონის პირველ პირს უუნარობის გამო არანაირი ბერკეტები არ აქვს უკანონო ნებართვების შესაჩერებლად. მან თქვა, რომ შესაბამისი ნებართვები არსებობს ამიტომ ის არ შეაჩერებს ამ პროცესს. თუმცა როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ ნებართვების ჩვენება, ვერ იქნა წარმოდგენილი”, -აღნიშნა დუმბაძემ. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ივანიშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)