|
2016-02-13 10:16:11, 360 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში დემოკრატიული რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები ვიზების ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები იყო. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება საქართველოს დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის. საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზებს და ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. მხარეებმა ისაუბრეს „ერთიანი მხარდაჭერის ჩარჩოზე“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი საქართველოს რეფორმების განხორციელებისთვის დახმარებას გაუწევს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის დახმარება ორიენტირებული იქნება კერძო სექტორზე, რათა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)