05:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 15:11:44, 293 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში წამოწყებული საპროტესტო ტალღის უკან ასევე, დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

„პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხადია მართულია. ვიცით, ამ ყველაფრის უკან ვინ დგანან - კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამგებიანია. არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, ამისთვის არსებობს არჩევნები. თუ აქვთ მხარდაჭერა, არჩევნების გზით ცივილურად და დემოკრატიულად შეუძლიათ ხელისუფლება შეცვალონ და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მათთვის არის მისაღები. თუმცა, აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ "ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა".

„მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს პარტია ატარებს. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი ფაქტი. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics