2024-05-20 16:22:53, 445 ნახვა
მსოფლიო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კარიმ ხანის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი, ივარაუდოს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორშია ჩადენილი.
BBC-ის ცნობით, კარიმ ხანმა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას უკვე მიმართა მოთხოვნით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,