06:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 12:01:26, 378 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ - შეგიძლიათ, მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ უბიძგებდნენ

ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, ის კავშირები პოლიტიკოსებსა თუ არაპოლიტიკოსებს შორის, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ ყოფილიყო არეულობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გლობალური ომის პარტიასთან" დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გაითვალისწინებდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ენჯეოების“ მოთხოვნას - მოხალისეების დაორგანიზებაზე, „საქართველო ომში ჩაერთვებოდა“.

„ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, ის კავშირები პოლიტიკოსებსა თუ არაპოლიტიკოსებს შორის, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ ყოფილიყო არეულობა. და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი, ვინც ჩვენ გვეუბნებდნენ რომ საქართველოს მთავრობას უნდა დაეორგანიზებინა მოხალისები და გაეგზავნა ომში - აი, ის ჯგუფები არიან სწორედ ამის ნაწილი. ის ჯგუფები, რომლებიც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ აუცილებლად და ამას ითხოვდნენ ჩვენგან. ეს არის სწორედ ნაწილი ამისა იმიტომ, რომ ამის ბოლოში საქართველოში, დიდი ალბათობით, ომის რისკი დგას.

ჩვენ, ომის დასაწყისში, როგორც შიგნით თუ გარეთ, საქართველოს მთავრობას მოგვიწოდებდა, რომ დაეორგანიზებინა მოხალისეები, როგორც ამას ითხოვდნენ აეროპორტში გამაგრებული და პარლამენტის წინ გამაგრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ის „ენჯეოები", რომლებიც დღესაც აქტიურია.

ჩვენ მთავრობას რომ  დაეორგანიზებინა მოხალისეების ორგანიზებული გაშვება ომში, საქართველო ჩაერთვებოდა ომში, წერტილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics