06:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 11:18:39, 449 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით - დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, კარგი დინამიკა გვაქვს

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პირველ კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 4 პროცენტით შემცირდა და 14 პროცენტი შეადგინა.

„გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში არის 4 პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14 პროცენტი, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18 პროცენტისა.

დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტით, შეადგინა  953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10 პროცენტით და შეადგინა, დაახლოებით, 448 ათასი ადამიანი.

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და გვაქვს ყველანაირი მონაცემები იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაზე",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics