|
2016-02-12 19:34:05, 396 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
მიუნხენში რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრება. კონფერენციის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი დღეს ფინელ კოლეგას შეხვდა. ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან იუსი ნიინისტესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე. „ვისაუბრეთ ბევრ გეგმაზე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის, როგორც ერთი ჯგუფის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ნატოსთან თანამშრომლობისთვის ჩვენ, ფინეთი, ავსტრალია და შვედეთი ერთ ჯგუფში ვართ და ფინეთთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ყველაზე უფრო მომგებიანი და გამოსადეგი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. საფრთხეები ერთი გვაქვს, ქვეყანა, რომლისგანაც ველოდებით ამ საფრთხეებს, ასევე ორივეს მეზობელია და, შესაბამისად, ეს ურთიერთობები ყოველთვის ძალიან სასარგებლოა“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია თანამშრომლობის საკითხებზე და იმედი მაქვს მომავალში ეს თანამშრომლობა გაგრძელდება,“ - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრთან ერთად არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)