06:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-19 15:57:10, 387 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი და მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ავრცელებენ.

განცხადებაში, რომელიც მაკრონის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე აღნიშნულია, რომ გერმანია და საფრანგეთი საქართველოში შექმნილი სიუტაციით შეშფოთებული არიან.

"ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.

ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“,- აღნიშნულია მაკრონისა და შოლცის ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics