06:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-19 10:45:10, 397 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი: სალომე ზურაბიშვილის ვეტო იძლევა კანონის განხილვის შესაძლებლობას

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე იძლევა შემდგომი განხილვის შესაძლებლობას“, – წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„დღევანდელი სახით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს და ლიდერს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. მე ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“, - წერს ჩარლზ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა).

„კანონი არ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას ან გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics