06:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 14:22:10, 428 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება

თუ ეს დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება, - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია, რომელიც მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი პარლამენტში, " არ არიან ჩართულნი რეალურად საპარლამენტო საქმიანობაში".

"ოპოზიცია პარლამენტში არის წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვნად. და ამ დროს როგორც ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, გებულობენ, რომ რაღაც დამატებითაა შეტანილი. 

თუ ეს დამატება მოხდა იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან ჩართულნი რეალურად საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემა არის დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. 

მე არ ვარ საქმის კურსში და დეტალებში არ ვარ გარკვეული, არ ვიცი რა ხდება, თუმცა რაც მოვისმინეთ, გასაგებია, რომ რაღაცებზე პრეტენზიებს გამოთქვამენ. ადგილზე უნდა მომხდარიყო და ეს არის პრობლემა, რომ მოხდა მსჯელობა და სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს საუბარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ 17 მაისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა, კერძოდ, "თუ აქამდე ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მოქალაქესა და ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე". 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics