|
2024-05-17 20:05:35, 309 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე - ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ. მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს. „ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეაფერხონ, მაქსიმალური ზიანი მოუტანონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ქვეყანა განზოგადებული ცნება არ არის, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეკონომიკის დაზიანება პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქისა თუ ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია", - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. „დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)