|
2016-02-12 17:19:21, 393 ნახვა
პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილთან ორმხრივ ურთიერთობებს და ვიზალიბერალიზაციას განიხილავს
"განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი",- ამის შესახებ საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. მიუნხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენციას, საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება. გიორგი კვირკაშვილი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის შეხვდება. „შევხვდები საქართველოს პრემიერმინისტრს, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი,“- განცხადა მოგერინიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ გუშინ ყირიმში უკრაინის 13 მოქალაქე დააკავეს და, მისი თქმით, მინისტრი შეხვედრებს სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყებს. კლიმკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ მუშაობას, რათა სავიზო ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მიიღონ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)