|
2024-05-16 10:52:33, 290 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ნაბიჯი, რომელიც გაატარებდა რუსულ ინტერესს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ვერავინ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გადაედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებში იქნებოდა". როგორც კალაძემ „ღამის კურიერში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, „ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსეთუმეს“ უწოდებენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს დაუთმო". „თუკი გადავხედავთ ბოლო წლებს, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ევროინტეგრაცია მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. 2012 წლიდან მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვარ ხელისუფლებაში და ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის, გაატარებდა რუსულ ინტერესს, იქნებოდა რუსეთის ინტერესებში. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი არც ერთი ფაქტი, არც ერთი ასეთი არგუმენტი. ჩვენ „რუსეთუმეს“ გვეძახიან ადამიანები, რომლებმაც რუსეთთან დათმეს ქვეყნის ტერიტორიები, ადამიანები, რომლებმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს. მე მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)