|
2024-05-15 16:24:47, 934 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასულ წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 48 249 500 ლარს შეადგენდა. „უწყების მთავარი ფინანსური დოკუმენტი 99,3 %-ით შესრულდა. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სერვისი 90 000-მდე მოქალაქეს მიეწოდა. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი, სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 13 322 054 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით 2 337 601 ლარი, ხოლო დასაქმების სააგენტოს პროგრამებისთვის 533 779 ლარი. 2023 წელს, სამინისტრომ დაიწყო - გეგმიური და ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდის სრულად დაფარვა. ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების და თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის საჭირო კვლევების დაფინანსება. გასულ წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სხვადასხვა საჭიროებებისთვის 6 617 479 ლარი გამოიყო. მინისტრმა სხდომაზე სამინისტროს მიმდინარე წლის I კვარტლის შესრულების ანგარიშიც წარადგინა. 2024 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს, გასული სამი თვის განმავლობაში 87,6 %-ის შესრულდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)