|
2024-05-15 13:01:26, 430 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ამბობენ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ
დღეს საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული არის სწორედ თბილისში, ევროპის დედაქალაქი არის სწორედ თბილისი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად,- ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. ბოკუჩავას თქმით, ევროპელი კოლეგები ხედავენ, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს „ბრძოლა გამოუცხადა". „ეს იყო გზავნილები, როდესაც ჩვენ შევხვდით გერმანიის და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს, დღეს კიდევ დაემატა სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ მზაობას, რომ ქართველ ხალხთან ერთად დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთის მხრივ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ამისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფებს, ეს რის ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ასევე ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და ცდილობს, რომ ის ისტორიული არჩევანი, რომლის რეალიზების შესაძლებლობა ახლა მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის, წაართვას. მე, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზებაში, სისრულეში მოყვანაში, რადგან ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა, რა თმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და მე ვაპირებ, რომ ამაზეც ვისაუბრო ევროპულ ლიდერებთან და ეს არის ოპოზიციური გაერთიანება. ეს არის ხალხის დაკვეთა, ხალხი არის ერთიანი, ხალხი არის კონსოლიდირებული, ყოველდღიურად მათთან ერთად ვდგავარ როგორც ერთი რიგითი პროტესტანტი და ისინი ყოველთვის საუბრობენ ერთობის მნიშვნელობაზე მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი",- ამბობს ბოკუჩავა. შეგახსენებთ, საქართველოში ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი იმყოფებიან.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)