08:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 21:45:22, 1008 ნახვა

პოლიტიკა
ობრაიენი - თუ კანონი წინ წავა EU-სთან შეუსაბამოდ, იქნება ფინანსური, სამოგზაურო შეზღუდვები

თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიმართ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, "თუკი, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას".

"თუკი, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას... თუკი, კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ისა თუ დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გათვლილი აქვს, რომ გამოყოს დახმარებისთვის 390 მილიონი დოლარი, აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეს დახმარება დადგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ.

თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიმართ",- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics