|
2024-05-14 21:49:20, 412 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი ივანიშვილზე: გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელია
ასეთი გავლენიანი პირისთვის როგორიც ბიძინა ივანიშვილია ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია." – ამის შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა. სანქციების მიმართულების ხელმძვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები ჯერჯერობით დაწესებული არაა. მიუხედავად საქართველოს პრემიე მინისტრის ირაკლი კობახიძის მტკიცებისა. "ერთ-ერთი მაგალითია, რაც პრემიერმინისტრმა გასულ ღამეს ახსენა. ჩვენ არ დავკავშირებივართ ამ განხილვის ყველა მხარეს, ჩვენ დავპატიჟეთ პრემიერმინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ურთიერთობა. ევროკავშირს კი ჰქონდა საუბრები აქ, დათქმული დრო კანონზე საუბრის შესახებ. აქ ჩამოსვლამდე ვთქვი, რომ მოხარული ვიქნებოდი, ხელმეორედ მენახა ბატონი ივანიშვილი. პრემიერმინისტრმა მითხრა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ გყავთო. ამჟამად მის წინააღმდეგ სანქციები არაა. ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია." – თქვა ო'ბრაიენმა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა ე.წ ომის პარტიის არსებობა აარსებობის საკითხზეც. "კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია. რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" და საქართველომ ზურგი უნდა აქციოს "გლობალური ომის პარტიის" ზრახვებს, რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება, ქართული ოცნების გადასაყენებლად, 12-წლიანი მტკიცე კოოპერაციის მიუხედავად. ეს არარეალური, არასწორი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად არასწორი გაგებაა." – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)