15:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:01:23, 359 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 2016 წლის 12 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან.

საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროგრესი, ვარშავის სამიტისათვის საქართველოს მზადების პროცესი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics