|
2024-05-14 09:04:27, 388 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House - თუ კანონი ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე მიიღება, ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს
სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, თუ კანონი ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე მიიღება, - ამის შესახებ Freedom House განცხადებას ავრცელებს და საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც Freedom Hause-ის განცხადებაშია აღნიშნული, ეს კანონი ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს. "ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელიც თანმიმდევრულად და სრული უმრავლესობით მხარს უჭერს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ, გამოვხატავთ განგაშს საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის მიღების მეორე მცდელობის გამო, იმ კანონის, რომელიც მოითხოვს გარკვეული სამოქალაქო ჯგუფების და მედიასაშუალებებისგან დარეგისტრირდნენ, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან". მიღების შემთხვევაში, ეს კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობების და დამოუკიდებელი მედიის და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ბერკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას "ქართული ოცნების" მიმართ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. Freedom House გმობს მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში კანონპროექტის წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენება და მასობრივი დაპატიმრებების ფაქტებს. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების და თავდასხმების გამო. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებულ სამეფოს დაუყოვნებლივი და კოორდინირებული მოქმედებებისკენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება, შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე. ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოუთმენენ", - წერია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)