|
2024-05-13 17:29:16, 398 ნახვა
პოლიტიკა
ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ივლიანე ხაინდრავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განცხადებით, ხაინდრავა "არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან". "ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან. პირადად მე, ადამიანი რომელიც თავს მის მოწაფედ მივიჩნევ და უდიდეს პატივად ვთვლი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარსულში საჯარო სამსახურში მუშაობას, ჩემს მოსწავლებელს საჯაროდ ვუხდი მადლობას გამბედაობისა და (როგორც ყოველთვის) სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის",- წერს ბრაგვაძე "ფეისბუქის" გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ხაინდრავამ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია "ტაბულასთან" საუბრისას დაადასტურა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)