|
2024-05-11 12:26:00, 406 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა
როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა შედეგს მოიტანს. „ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა. ჩვენი პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, იქნება შედეგიანიც. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის, თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)