2024-05-10 15:23:53, 483 ნახვა
სამართალი
პოლიციამ წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე 11 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა წუხელ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, დაკავებულთაგან 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მას შემდეგ დააკავეს, რაც სამოქალაქო აქტივისტები სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების გასაპროტესტებლად თავდაპირველად მის საცხოვრებელ სახლთან, შემდეგ კი, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 მაისს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.
აბაშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,