|
2016-02-12 13:56:40, 485 ნახვა
პოლიტიკა
საია გარდაბნის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე არჩევნებზე საარჩევნო კანონდარღვევაზე საუბრობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის 28 იანვარს გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა. საიას ათამდე დამკვირვებელმა კენჭისყრის დღის დაკვირვება განახორციელა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფის მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე. როგორც „ექსპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონდარღვევის სულ 10 შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის: უბნის გარეთ, უბნის მიმდებარე ტერიტორიზე ფიზიკური დაპირისპირების - 2, უბანზე სიტყვიერი დაპირისპირების - 2, არაუფლებამოსილ პირთა უბანზე ყოფნის - 1, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების - 1, საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობის - 4 შემთხვევა. ასევე დაფიქსირდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების მობილიზების შემთხვევები. მათივე ინფორმაციით, საიას დამკვირვებლების მიერ დღის განმავლობაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათ შორის 5 ფაქტთან დაკავშირებით 3 საჩივარი წარდგენილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების მოთხოვნა და სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევების გამო 6 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (შენიშვნა და გაფრთხილება) შეუფარდა საარჩევნო კომისიის 4 წევრს. მათ შორის, 2 კომისიის წევრის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის 2 ზომა მათ მიერ ჩადენილი სხვადასხვა ხასიათის პროცედურული დარღვევების გამო. აღსანიშნავია, რომ 28 იანვრის არჩევნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე. ასეთი ფაქტები საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს (#1, #4, #8 და #53 საარჩევნო უბნებზე.) საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ანტიკორუფციული მედია ცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევდნენნ ეთიკის პრინციპებს და ცდილობდნენ არასათანადო გავლენა მოეხდინათ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე. საიამ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველეყო წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდეთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველეყოთ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი მოსაზრებით, დამკვირვებელს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება პრეტენზიები გამოეთქვა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოეწოდებინა მისთვის ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ვალდებულება განეხილა დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენზიები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ჩარეულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით ჰქონოდა მცდელობა არასათანადო გავლენა მოეხდინა მის საქმიანობაზე“,-აღნიშნულია საიას განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)