|
2024-05-09 09:30:36, 438 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე ივანიშვილს - მოემზადე მოსკოვში წასასვლელად
რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად,- ასე მიმართავს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ხაზარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა. "ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა - ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა! პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით... რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად... არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესა და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეზე, რომელიც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)