|
2024-05-07 23:58:32, 471 ნახვა
პოლიტიკა
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. აღნიშნული განცხადებით, როიტენი ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის დაწერილ მიმართვას გამოეხმაურა. "ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. "ქართული ოცნების" ანტიევროპული დარბევა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი", - წერს როიტენი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)