23:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 15:09:45, 535 ნახვა

მსოფლიო
Reuters - თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა

თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად ღაზაში გაუარესებული „ჰუმანიტარული ტრაგედია“ სახელდება.

„ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები, რომელიც ყველა პროდუქტს მოიცავს, შეჩერებულია.

თურქეთი მკაცრად და მტკიცედ  განახორციელებს ამ ახალ ზომებს, სანამ ისრაელის მთავრობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ და საკმარის ნაკადს არ დაუშვებს“, - წერს მედია უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, გასულ თვეში თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა.  როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებდა მანამ, სანამ ისრაელი "არ შეწყვეტდა ცეცხლს და არ დაუშვებდა ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას ღაზას სექტორისთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics