|
2024-05-01 15:02:58, 287 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი რეალურად ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ემსახურება. მისივე განმარტებით, კანონის მიღება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა პროექტებზე იხარჯება თანხები. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის - რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები. ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება. ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს. გვყავს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან არ უხსნიან სიმართლეს. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი. ჩვენ არაფერს ვმალავთ - პირდაპირ ვამბობთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენების შემცირება ქვეყანაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს მმართველ პოლიტიკურ ძალას უჭერს. „არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა. კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უჭერს. ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)