|
2024-05-01 04:28:55, 480 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას
„ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას. ძვირფასებო , ლაღებო, მაგრებო ეს ქვეყანა თქვენია და მიგულეთ რიგით თანამებრძოლად.” - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში “ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი! ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას. ძვირფასებო , ლაღებო, მაგრებო ეს ქვეყანა თქვენია და მიგულეთ რიგით თანამებრძოლად. არცერთი სპეცრაზმელის მიმართ არ მამოძრავებს სიბრაზე, შურისძიება, მხოლოდ სინანული და ამ აღდგომის კვირაში უფალმა შეუნდოთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ბრძოლა გამარჯვებამდე!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. როგორც ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხადა, თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. ხაბეიშვილი დღეს აქციის დარბევისას დააკავეს და სცემეს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)