|
2024-04-29 21:11:08, 311 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, მას საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია
კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების დემონიზება, ვინც დედაქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. არავინ გაბედოს, შეურაცხყოფა მიაყენოს რომელიმე მათგანს. ასეთი რამ არავის ეკადრება, არ ეკადრება, პირველ რიგში, პრეზიდენტს და შემდეგ, ყველას, ვინც თავს უფლებას აძლევს და აკეთებს დასკვნებს, რომ საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებს მეტი უფლება აქვთ, ვიდრე - სხვას. და მეორე - არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, ის იძულებით არის ჩამოყვანილი და საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია. ეს უსინდისობაა, სხვას ყველაფერს თავი რომ თავ დავანებოთ, - განაცხადა რუსთაველის გამზირზე, "საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "შეკრების მონაწილეთა მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართული ერი ერთიანია, ერთიანია არა მხოლოდ მამულის და ენის, არამედ - სარწმუნოების ირგვლივაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქართველი ერი, კვლავაც ერთგულია იმ ღირებულებებისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა ეფუძნება". მიხეილ სარჯველაძის თქმით, "ილია ჭავჭავაძის დანატოვარი არის ენა, მამული და სარწმუნოება და სწორედ ამ სამ ცნებაზეა დაფუძნებული ქართველი ხალხის ეროვნული იდენტობა". „როდესაც საზოგადოებისა და მთელი ქვეყნის სახელით საუბრობენ ადამიანები, ვისთვისაც მხოლოდ მამული და ენაღა შემორჩა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს ფასეულობათა აღრევასთან დაკავშირებით საფრთხის განცდას იწვევს. ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის იდგება ამ ღირსების დასაცავად. სწორედ დიდი ილია არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად გამოკვეთა ის ღირებულებები, რომლის სისტემაზეც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა და მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის ევროპელობაც. თუ ამას არ გავუფრთხილდით, თუ ეს დავკარგეთ, ასეთ შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუკი ჩვენ გვინდა ევროპელობა, ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველები. ქართველობა კი ილიას დანატოვრის ერთგულებას ნიშნავს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)