|
2024-04-29 17:21:51, 371 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილმა დარბაზიდან ბოკუჩავა და აქუბარდია გააძევა - სხდომა პროტესტის ნიშნად ნაცვლიშვილმა და მანჯგალაძემ დატოვეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ და "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დატოვეს. მანამდე ოხანაშვილმა სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, თამარ ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს, ანა წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილს, დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძესა და ხატია დეკანოიძეს დაატოვებინა. დარბაზი პროტესტის ნიშნად ასევე "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ დატოვა. სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)