00:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 11:48:01, 462 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს „უდიდებულესი წამი“ და ვთქვათ - ძალა ერთობაშია

დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს "უდიდებულესი წამი" და ვთქვათ - ძალა ერთობაშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის განცხადებით, ხალხი ღირსეული და ბრძენია, სიმართლე კი - უძლეველი.

"არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის და თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა - სამშობლო.

არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის და ყოველ ასეთ დროს საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს ღირსება; რომ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის არ ჩამტყდარა; რომ ქვეყნის გული კვლავაც მედგრად ძგერს.
ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა.

ჩვენი ხალხი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას "კეთილმოსურნეს" და ელოდება თავის დროს, რადგან იცის რომ სიმართლე უძლეველია. დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს "უდიდებულესი წამი" და ვთქვათ - ძალა ერთობაშია.

შევხვდებით დღეს, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, კიდევ ერთხელ საქართველოს დასაცავად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics