00:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 01:34:47, 459 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს

მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად ომბუდსმენი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

„საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობამდე მარშით გაგრძელდა. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics