2024-04-25 09:55:10, 526 ნახვა
მსოფლიო
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების ფარულად გადაცემას ადასტურებს.
როგორც სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, ATACMS-ების გადაცემა მარტში მოხდა და ის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის ATACMS-ის ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. ATACMS-ები უკრაინაში უკვე ჩავიდა",- თქვა ჯეიკ სალივანმა.
ცნობისთვის, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების ფარულად გადაცემის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,