21:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 21:42:28, 491 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს

ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ოცნება", ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

კრამონმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, "თავისი მარიონეტებით ცდილობს, რომ საქართველოში "რუსკი მირი" დაამყაროს.

"ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო საქართველოდან, ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება" ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა და მარიონეტების პატრონი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს არის ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ დააბრუნოს საქართველო რუსულ ჭაობში. ეს არის ასე ვთქვათ "რუსკი მირი" რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ დაამყაროს საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხალხი არ დარჩება ასე და აუცილებლად გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც მოსახლეობას და ამით მათ ბრძოლას თავისი ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა კრამონმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics