|
2016-02-11 15:13:17, 406 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში E-Estonia-ს სადემონსტრაციო ცენტრს ესტუმრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრ ესტონეთის მეწარმეთა კავშირის - Enterprise Estonia - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ჰანნო ტომბერგს შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ესტონეთის მიღწევებს ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ საქართველოდან ესტონეთს უკვე არაერთი დელეგაცია ეწვია ელექტრონული სერვისების განვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით. ჰანნო ტომბერგმა აღნიშნა, რომ Enterprise Estonia-ს წარმატებული თანამშრომლობა გააჩნია საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან. მან მინისტრს გააცნო ესტონეთში წლების მანძილზე ელექტრონული სერვისების განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილება და ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელიც ელექტრონული სერვისების განვითარებას მოაქვს როგორც ესტონეთის მოქალაქეებისათვის, ისე კერძო კომპანიებისათვის, კერძოდ, ბიზნესის კეთების სიმარტივე, გადასახადების გადახდის მოქნილი მექანიზმები, ელექტრონული ხელმოწერების სისტემა და სხვა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია ელექტრონული სერვისების განვითარებით და უკვე გადაიდგა ნაბიჯები, რათა საჯარო სერვისები და სხვადასხვა მომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის მოსახლეობისათვის. მან განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ესტონეთის გამოცდილების გაზიარებით ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის, ასევე ელექტრონული რეცეპტების და ზოგადად ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტების გაცვლის ხელშეწყობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სტუდენტების დაინტერესება ესტონეთში განათლების მიღების მიმართ საქართველოში მატულობს. E-Estonia-ს სადემონსტრაციო ცენტრში მინისტრი, საქართველოს ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად, ასევე დაესწრო საგანგებო პრეზენტაციას არსებული ელექტრონული სერვისების განვითარების შესახებ.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)