04:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 12:52:17, 314 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - კანონის მოწინააღმდეგეები თუ ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან, მაშინ რატომ არის ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი

ჩვენი მიზანია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ვისგან შემოდის, რა მიზანს ემსახურება და როგორ იხარჯება. ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ლეგიტიმური ინტერესი,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, „არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ თანხების გასაჯაროება". 

„პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის დადებითი ამ საკითხის მიმართ, რომ მათ აქვთ ინტერესი იცოდნენ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. რაც შეეხება დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან- თუ ისინი ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის მათი მხრიდან ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი. ფაქტია, რომ მათ დასამალი ბევრი აქვთ. ეს შეიძლება არ ეხებოდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც შეიძლება არამიზნობრივად ხარჯავდნენ ფულს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის წინააღმდეგ, მთელი რიგი იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის პრიორიტეტული, როგორც ჩანს გამოჩნდება ეს თანხები და მათ არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics