02:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 17:23:26, 454 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის განცხადებით, ეჭვმიტანილები სტამბოლში, ესქიშეჰირში, იზმირსა და კაისერში დააკავეს.

როგორც იერლიკაია წერს, ოპერაციის ფარგლებში არალიცენზირებული იარაღი, დიდი ოდენობით უცხოური და ეროვნული ვალუტა, ასევე ციფრული მასალა ამოიღეს.

"მინდა, რომ ჩვენმა ძვირფასმა ერმა იცოდეს - ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ერთიანობისა და სოლიდარობისთვის, ჩვენ არ შევეგუებით არცერთ ტერორისტს. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი უსაფრთხოების ძალების ძალისხმევით",- ნათქვამია შს მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics