14:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 14:22:50, 450 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: მეგონა გაიგებდით, ვიხუმრე, როდესაც ვთქვი, რომ მზად ვიყავი, პეტიციციაზე ხელი მეც მომეწერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით,  იხუმრა, როდესაც თქვა, რომ მზად იყო,  სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვების“ თაობაზე მომზადებულ პეტიციაზე ხელი მოეწერა.

სანიკიძის განმარტებით, მან ხუმრობით თქვა, რომ ისეთი ტექსტი ეწერა,  სიმართლე რომ  ყოფილიყო, ალბათ ხელს  თავადაც  მოაწერდა.

მინისტრის თქმით, პეტიციის ტექსტი ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი არაა და თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა.

“ეს იყო ხუმრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც იტყვიან ხოლმე, სასაცილო და სახუმარო კი არა, სატირალი ამბავია ნამდვილად. ის, რაც წავიკითხე პეტიციაში,  ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყული, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, ვკითხოთ იმ ადამიანებს იმიტომ, რომ ამაში რეალობის მარცვალიც კი  არ იყო. კიდევ ერთხელ ამ ტყუილის საფუძველზე მოაგროვეს ხელმოწერები და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დაუკავშირდნენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს. მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და ძალიან მარტივია ამის დასაბუთება იმიტომ, რომ სხვა რომ არაფერი გავაკეთო, არსებობს საგნის სტანდარტი, რომელზედაც ვსაუბრობთ, წერა კითხვა ვინც იცის, ყველას შეუძლია ნახოს და წაიკითხოს.მე მეგონა, რომ გაიგებდით ხუმრობას, მაგრამ რადგან ვერ გაიგეთ გეტყვით, ვთქვი, რომ ისეთი ტექსტი ეწერა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ, მეც მოვაწერდი ხელს-მეთქი, მაგრამ ცოტა იმის უკან უნდა გავიხედოთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ აკეთებენ საერთოდ ამას“, -განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ეთერით  პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.

სანიკიძე ინტერვიუში შემდეგ  ტერმინოლოგიას იყენებს:

„თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ საგნის სტანდარტზე სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადიან.

ამასთან მინისტრი ინტერვიუში ამბობს: „ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics